Sunday, June 6, 2010

იაკობ გოგებაშვილი



პროექტის მიზანი: ბავშვები გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
პროექტის სრული აღწერა: ექსკურსიის მოწყობა იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. მოსწავლეები ეცნობიან ვარიანს, სადაც დაიბადა და აღიზარდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.მიეცათ დავალება მოიძიონ დამატებითი ინფრმაცია ბიბლიოთეკის, ინტერნეტის საშუალებით. ბავშვებს არ აქვთ დათვალიერებული იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმი, რის საფუძველზეც დაიგეგმა პროექტი. მშობლების
დახმარებით მოეწყო ექსკურსია მარშუტით კარალეთი–ვარიანი.
ტექ–აღჭურვილობა:ფოტოაპარატი და სხვა.
მონაწილეთა ასაკი: 8 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები რაც შეიძლება შეიქმნას: ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. საუბარი, დისკუსია, გაიუმჯობესებენ კვლევა ძიების უნარ–ჩვევებს, გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, ეპოქას რომელშიც იგი ცხოვრობდა, შემოქმედებას, მის ზრუნვას ბავშვებზე.
სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები გაეცნობიან მოძიებულ მასალას.
სამუშაო ენა:ქართული ენა.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა–ბიბლიოთეკით, ინტერნეტით, იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარი, მეტყველების განვითარება. ხელოვნება–იაკობ გოგებაშვილის საყვარელი პერსონაჟების ხატვა. პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება
პროექტის ფასილიტატორი:ნაილი გოგიაშვილი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: cicila30@gmail.com
ჩემი პორტფოლიო
იაკობ გოგებაშვილი.